ერთხელ მან გადაწყვიტა 40 დღე არ ეჭამა. თანამედროვე ექიმი მას ურჩევდა სხვა რამეს.

მე ერთხელ ავიკვიატე რომ უნდა მეჭამა ყოველ მეორე დღეს

პური ხორცი და ყველი

მე ვჭამე პური ხორცი და ყველი ძალიან ბევრი უაზროდ ვჭამე.

მივაყენე ჯანმრთელობას ჩემსას ზიანი

მერე მე გადავწყვიტე რომ

აზრი არ ჰქონდა ან ამის წინ გადავწყვიტე რომ უაზრო იყო სიფხიზლე და მე გადავწყვიტე რომ მთავარი იყო მოწყენა

მე არ მივედი

მე გადავწყვიტე რომ არაფერი

არ გადავწყვიტე

მერე კი მე ვთქვი რომ

მთავარი

არის

შერჩევა

არჩევანი კი მცდარი გამოდგა.

მერე მე ვთქვი რომ ძმა რომელიც გაჩნდა ჩემს შემდეგ იყო მთავარი.

მერე კი მე ვთქი : შენ ხარ მტერი.

მერე კი მე ვთქვი რომ მთავარია ავადმყოფობა.

მერე კი მივხვდი რომ მთავარი არის არაყი. მერე მე მივხვდი რომ ვერ გაიგებ როდის მოკვდები.

მერე მე ვნახე როგორ მოკვდა

მერე მე ვნახე რომ შიში არის ის, რაც გაწუხებს და მე ვთქვი შრომა.

მან კი არაფერი თქვა.

მერე მოვიდა ერთხელ კაცი და შემაფურთხა და მერე მე ვთქვი რომ შენს წიაღში არ დავბრუნდები და მერე მე ვთქვი რომ არაფრის არაფრის არ მწამს და ჩემი ტვინი გაჩერდა.

ფიქრი მიატოვა. და მერე მე ვთქვი რომ რადგანაც დღეები მიდიან მოვა ლანქერი

და მერე ვთქვი რომ არაფერი არ გამოვიდა. რომ მე არა ვარ

ერთხელ მე მივხვდი რომ მოწყენა არის მთავარი და მერე მე ვთქვი რომ sawoli ძან ჩაიზნიქა ჩემი sawoli

მერე გავსუქდი და მერე მოვიდა ერთი ზამთარი და წვიმა მოიტანა

როცა ბევრს დავდიოდი და მაწუხებდა დღეები ნელა მიდიოდა.

არ შევაწუხე მე არავინ. მაგრამ მოვიდა ერთხელ სული მოყმისა ჩემთან და მითხრა რომ მარტოობაში გაჩნდა სიტყვა.

და მე ვბოდავდი ძალიან ძალიან ვბოდავდი.

Posted on by | Leave a comment

წამებას ვერცერთი ადამიანი ვერ გაუძლებს ასე მგონია. წამება არის გზა სიკვდილისკენ მიმავალი. ქრისტე ეწამა. რომ ჰქონოდა რამე სათქმელი, რაც მას ჯვრიდან ჩამოხსნიდა , რას იზამდა ნეტავ . ზვიადაური იყო წამებული, რომელმაცა თქვა ძაღლ იყოს… მაინც მოკლავდნენ, მაგრამ რომ ყოფილიყო ვარიანტი გადარჩენისა, ზვიადაური არ იტყოდ ამაინც ამას.
ასეთი იყო წამებული ბევრი, მრავალი … როდესაც პატიმრeბს აწამებენ ეს არის დიდი დანაშაული. ასეთი იყვნენ წამებულნი.. აბო ტფილელი რომელთაც ასახავდა ჰაგიოგრაფია, წამებულთა ქრონიკა. შუშანიკი . მე კი ვარ წამებული თავისაგან ჩემისა.
ეს მე დავწერე აპრილის 24-სა ტფილისსა შინა, შიშისაგან საპყრობილესა ჩაგდებისა, რომელიც იგი შიში იწვევს ახდენასა ცხოვრებაში.
მაგალითადა, მიხეილ ჯავახიშვილი საპატიმროში  ამბავსა ყვებოდა. გაიყვანეს საწამებლადა. შემოსულმან ამბის თხრობა იქიდანვე განაგრძო, სადაცა შეეწყვიტა.

Posted on by | 2 Comments


=======================================================

Posted in Uncategorized | Leave a comment

vaspaminanie


==================================================================

Posted in Uncategorized | Leave a comment


=========================================================================

Posted in Uncategorized | Leave a comment

წაიკითხეთ ბუკოვსკი, ვისაც გულში ბოღმა გაქვთ


============================================================================

Posted in Uncategorized | Leave a comment


5436758776678

Posted in Uncategorized | Leave a comment